სინგაპურში მიმდინარე ქალთა შემაჯამებელ ტურნირზე, პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ რუმინელი სიმონა ჰალეპი 7:6, 6:1 დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათი და 46 წუთი გაგრძელდა.
დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს რუსი მარია შარაპოვა და იტალიელი ფლავია პენეტა დაუპირისპირდებიან.
წითელი ჯგუფიდან ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება უკვე განაღდებული აქვს მარია შარაპოვას, ხოლო თეთრი ჯგუფიდან გარბინე მუგურუზას.