17 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
რაული - "ჩემი თავი მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია"

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა, რაულ გონსალეს ბლანკომ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას არ აპირებს.

"უახლოეს მომავალში ჩემს თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ. ეს არაა ის საქმიანობა, რითიც შეიძლება დავკავდე. მწვრთნელობისთვის ჯერ არ ვარ მზად. მსურს დრო ოჯახთან ერთად გავატარო და ამის შემდეგ მომავალზე დავფიქრდები ", - განაცხადა რაულმა.

რაული კარიერის დასრულებას ნოემბერში აპირებს.

 

 

წყარო: eurosport

დღის ამბები