ინგლისის ლიგის თასზე სტოკ სიტისთან წაგების შემდეგ, ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.
"კლუბის ხელმძღვანელობისგან გარანტიები არ მინდა, მე უფრო მეტი მჭირდება. შესანიშნავი ოჯახი მყავს, ყოველდღე მშვიდად მძინავს და არც ეს დღეა გამონაკლისი.
ფეხბურთელები ჩემს წინააღმდეგ არიან? - ეს ცუდი მხოლოდ მათთვის იქნება. თუ მართლა ასეა, ეს ჩემთვის კარგია, რადგან შემიძლია თავი ვიმართლო ცუდი შედეგებით. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ფეხბურთელებზე ცუდათ წერენ და საუბრობენ, ეს მათზე უარყოფითად აისახება", - განაცხადა მოურინიომ.
ჩელსის პრემიერლიგაშიც ცუდი შედეგები აქვს. 10 ტურის შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდი 11 ქულით მეთხუთმეტე ადგილს იკავებს.
წყარო: eurosport.com