17 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ჯანლუიჯი ბუფონი - "დროა პასუხისმგებლობა ავიღოთ"

ტურინის იუვენტუსის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, სასუოლოსთან 0:1 წაგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.

"პირველ ტაიმში როგორც ვითამაშეთ მიუღებელია. ჩვენ პროვინციული კლუბი რომ ვიყოთ, შეიძლება მომწონებოდა ასეთი თამაში, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ. მსაჯი არაფერ შუაშია, როდესაც გუნდი საჰაერო ბრძოლების ნახევარს აგებს და ზედიზედ სამ გადაცემას ვერ აკეთებს", - განაცხადა ბუფონმა.

იუვენტუსი სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 10 ტურის შემდეგ მეთორმეტე ადგილს იკავებს.

 

 

წყარო: juventus.com

დღის ამბები