საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა.
ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელები, მაპინძელ უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეორე დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით ფრედ 2:2 ითამაშეს. საქართველომ 4 ქულა მოაგროვა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
ელიტ-რაუნდის შეხვედრები 2016 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
ფოტო: საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.