ლივერპულის გერმანელმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჩელსი-ლივერპულის მატჩის წინ პრესკონფერნცია გამართა და ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.
"დიდ პატივს ვცემ მოურინიოს. ის ემოციურია და მეც ემოციური ვარ. ჩვენ ორივე პროფესიონალები ვართ. ფინალური სასტვენის შემდეგ იწყება ნორმალური ცხოვრება. ასეთია ჩვენი სამსახური.
წინ დიდი მატჩია. 15 წელია მწვრთნელი ვარ და კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მქონია. ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ. მე დიდი მატჩებისთვის ძალიან მოტივირებული ვარ", - განაცხადა კლოპმა.
ამ დროისთვის პრემიერლიგაში ლივერპული მე-9-ე ადგილს იკავებს, ჩელსი კი მე-14-ე პოზიციაზე იმყოფება. მატჩი 16:45 საათზე დაიწყება.
წყარო: eurosport