დღეს, რაგბის მსოფლიო თასის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ახალი ზელანდია და ავსტრალია დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
გუშინ, მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთ აფრიკამ არგენტინა დაამარცხა.