მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.
"კარიერის განმავლობაში ყველა მწვრთნელს აქვს რთული პერიოდი. მოურინიო ძალიან ძლიერი მწვრთნელია და იმედი მაქვს ამ სიტუაციიდან გამოვა. მას უკვე დამტკიცებული აქვს თავისი სიძლიერე. წინ კიდევ ბევრი მატჩია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩელსი საჩემპიონო ბრძოლას კვლავ დაუბრუნდება", - განაცხადა მორინიომ.
ჩელსი პრემიელიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 ქულით მეთხუთმეტე ადგილს იკავებს.
წყარო: goal.com