სინგაპურში მიმდინარე ქალთა შემაჯამებელ ტურნირის ფინალში, ერთმანეთს პოლონელი აგნეშკა რადვანსკა და ჩეხი პეტრა კვიტოვა დაუპირისპირდებიან.
რადვანსკამ ნახევარფინალურ შეხვედრაში გარბინე მუგურუზა 6:7, 6:3, 7:5, ხოლო კვიტოვამ მარია შარაპოვა 6:3, 7:6 დაამარცხა.
ფინალური შეხვედრა 1 ნოემბერს გაიმართება.