ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა ჩინელი ინჯირიგალა საი დაამარცხა.
შავდათუაშვილის გარდა უშანგი მარგიანი და ესთერ სტამიც გავიდნენ ტატამზე, თუმცა უმედლოდ დაასრულეს ასპარეზობა.
ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, რომელიც 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა და 1 ბრინჯაოს მედალია.