ახალი ზელანდიელი მორაგბეი, სონი ბილ უილიამსი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, სამშობლოში უმედლოდ დაბრუნდა.
ფინალური მატჩის შემდეგ სტადიონზე ბავშვი შეიჭრა და უილიამსთან მიირბინა. მორაგბემ კი უსაფრთხოების თანამშრომლებს საშუალება არ მისცა მოზარდი მოედნიდან გაეყვანათ. ზელანდიელმა ბავშვი მშობლებს პირადად ჩააბარა და თან თავისი ოქროს მედალიც უსახსოვრა.
გავრცელებული ინფორმაციით, სონი ბილ უილიამსს ახალ მედალს დაუმზადებენ.