NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში, ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსი სტუმრად ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და მეტოქე 103:93 დაამარცხა .
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 12 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულია დალასელთა რიგებში ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
მომდევნო შეხვედრას დალასი 4 ნოემბერს, ტორონტო რეპტორსთან გამართავს.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
ბოსტონი - სან ანტონიო 87:95
მაიამი - ჰიუსტონი 109:89
ტორონტო - მილუოკი 106:87
ჩიკაგო - ორლანდო 92:87
ოკლაჰომა - დენვერი 117:93
ფოტო: GFB.ge