ბარსელონას არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი, მადრიდის რეალთან შეხვედრას გამოტოვებს.
მესიმ ტრავმა 26 სექტემბერს, ლას პალმასთან შეხვედრაში მიიღო. ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ არგენტინელი კლასიკოსთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი იმაზე ნელი ტემპით მიდის, ვიდრე ვარაუდობდნენ.
რეალისა და ბარსელონას შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება.
წყარო: eurosport