ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურში ბარსელონამ ხეტაფე 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბლაუგრანას ფეხბურთელები ჰელოუნის დღესასწაულისთვის განკუთვნილი ფორმებით მივიდნენ, რამაც ხეტაფეს მოთამაშეების გაღიზიანება გამოიწვია.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ კი მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მათ მეტოქის შეურაცხყოფა აზრადაც არ მოსვლიათ.
წყარო: fcbarcelona.com