ვეტერანმა იტალიელმა მცველმა, ალესანდრო ნესტამ განაცხადა, რომ სკუდეტოს ნაპოლი მოიგებს.
"ვამბობდი, რომ სერია ა-ს გამარჯვებული იუვენტუსი გახდებოდა, თუმცა ახლა ვთვლი რომ ვცდებოდი. მე მომწონს ნაპოლის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი და მგონია, რომ სეზონი ასეთი თანმიმდევრობით დასრულდება: - ნაპოლი, ფიორენტინა, რომა და ინტერი", - განაცხადა ნესტამ.
წყარო: goal.com