17 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
კრიშტიანო რონალდო - "საუკეთესო მე ვარ"

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ ის საკუთარ თავს საუკეთესოდ მიიჩნევს.

"გასული რვა წლის განმავლობაში მე ყოველთვის ფორმის პიკში ვიყავი. დამისახელეთ სხვა ფეხბურთელი ვინც ეს შეძლო. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა პირველი ვიქნები თუ მეორე. შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ მესი საუკეთესოა, თუმცა მე ჩემს თავს ვთვლი ასეთად", - განაცხადა რონალდომ.

რეალი-ბარსელონას დაპირისპირება 21 ნოემბერს, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესი მატჩში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს.

 

წყარო: marca.com

დღის ამბები