17 ნოემბერი 2024,   06:06
ვრცლად
ლებრონ ჯეიმმა რეკორდი დაამყარა

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში, ფილადელფიამ კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და 100:107 დამარცხდა.

მატჩში ლებრონ ჯეიმსმა 22 ქულა დააგროვა და მთლიანობაში 25 ათასიან ქულათა ზღვარს გადააჭარბა. ეს რეკორდი კალათბურთელმა 30 წლის და 307 დღის ასაკში დაამყარა, რაც NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი კობი ბრაიანტს ეკუთვნოდა, რომელიც 31 წლის და 151 დღის იყო.

სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:

ბრუკლინი - მილუოკი 96:103

ნიუ იორკი - სან ანტონიო 84:94

ჰიუსტონი - ოკლაჰომა 110:105

მინესოტა - პორტლენდი 101:106

გოლდენ სტეიტი - მემფისი 119:69

კლიპერსი - ფინიქსი 102:96

 

წყარო: espn.go.com

დღის ამბები