ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ჟოზე მოურინიოს კლუბმა დრო უნდა მისცეს.
"ჩელსიში მოგებებისკენ სწრაფვაა. კლუბის ყველა თანამშრომელს სურს გაიმარჯვოს ნებისმიერ ფასად. მე მათი მესმის. ხელმძღვანელობას სტაბილურობა სურს. ყველას ისეთი მწვრთნელი უნდა, რომელიც წარმატებას მოუტანს. მოურინიოს მსოფლიო კლასის სპეციალისტია და ვფიქრობ კლუბის ხელმძღვანელობამ მას დრო უნდა მისცეს", - განაცხადა ლამპარდმა.
ფრენკ ლამპარდი ჩელსის ღირსებას 2001-2014 წლებში იცავდა.
წყარო: eurosport.com