17 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
სტივენ ჯერარდი - "2016 წელი შეიძლება ბოლო იყოს ჩემს კარიერაში"

ინგლისელმა ფეხბურთელმა, სტივენ ჯერარდმა, თავის მომავალზე ისაუბრა.

"მომდევნო სეზონი შეიძლება ბოლო იყოს ჩემს საფეხბურთო კარიერაში. აქ ოთხი თვის წინ ჩამოვედი, სეზონი გრძელია და მომავალ წელს მინდა უკეთესად გამოვიყურებოდე, ვიდრე ახლა. მსურს იმ დროს წავიდე ფეხბურთიდან, როცა აღმავლობის გზაზე ვიქნები და გულშემატკივრებს კარგად დავამახსოვრდები", - განაცხადა ჯერარდმა.

ინგლისელ ფეხბურთელს ლოს ანჯელეს გელექსისთან კონტრაქტი 2016 წლის შემოდგომაზე ეწურება.

 

წყარო: lagalaxy.com

დღის ამბები