კატალონიის ბარსელონას ილქაი გუნდოგანის გადაბირება სურს.
ბლაუგრანას სპორტული დირექტორი, არიედო ბრაიდა, ფეხბურთელზე დაკვირვების მიზნით, ვერდერი-დორტმუნდის შეხვედრას დაესწრო.
კატალონიური კლუბი გუნდოგანით პირველად 2013 წელს დაინტერესდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და დიდი პერიოდი გაუცდა.
გუნდოგანს დორტმუნდთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.
წყარო: goal.com