მერსედესის პილოტმა, ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ გუნდმა მას მექსიკის გრანპრის მოგების შანსი დაუკარგა.
ჰემილტონის აზრით, მას დამატებით არ სჭირდებოდა ბოქსებში შესვლა და არსებული რესურსითაც შეეძლო ფინიშამდე მიღწევა.
"მერსედესს უკვე მოგებული აქვს კონსტრუქტორთა თასი და კარგი იქნებოდა ჩემთვის კიდევ ერთ გრანპრიზე გამარჯვების შანსი მოეცათ. ვიცი, რომ გუნდში ნიკო როსბერგის მიმართ დამატებითი სითბოს გამოხატვა სურდათ. ისინი ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ ნიკო კმაყოფილი იყოს", - განაცხადა ჰემილტონმა.
მექსიკის გრანპრი ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ლუის ჰემილტონი მას ორი წამით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა.
წყარო: skysports.com