17 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
პატო - " იმედი მაქვს ინგლისის ან ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის საშუალება მომეცემა"

ბრაზილიური სან პაულოს ფორვარდმა, ალეშანდრე პატომ, ევროპაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

"მომავალ სეზონში სან პაულოში აღარ ვითამაშებ. ეს ყველამ იცის. იმედი მაქვს ინგლისის ან ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის საშუალება მომეცემა", - განაცხადა პატომ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატოს მიმართ ინტერესს ვესტ ჰემი და დორტმუნდის ბორუსია იჩენენ.

პატო 2007-2012 წლებში მილანის ღირსებას იცავდა.

 

წყარო: Daily Mail

დღის ამბები