რუმინელმა მწვრთნელმა, ლივიუ პეტრაჩემ, 16 წლის ფეხბურთელს, კოდრინა ტირიშკუ მაკდონალდსში წასვლის გამო სცემა.
"საღამოს დასაძინებლად გაგვიშვეს, თუმცა ყველას გვშიოდა. სასადილოში კი საშინელი საკვები იყო, ამიტომ ჩუმად წავედით მაკდონალდსში, რომ რამე გვეყიდა", - განაცხადა ტირიშკუმ.
ფეხბურთელის მამა მწვრთნელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ლივიუ პეტრაჩე გუნდიდან გაათავისუფლეს.
წყარო: eurosport