მადრიდის რეალის ფეხბურთელი, კარიმ ბენზემა, ვერსალის პოლიციამ, მატიე ვალბუენას შანტაჟის გამო დააკავა.
ვალბუენას ინტიმური ვიდეოების გავრცელებით აშანტაჟებდნენ. ამ საქმეში ოთხი პირი იყო ბრალდებული, მათ შორის ლივერპულის ყოფილი მოთამაშე ჯიბრილ სისე, თუმცა მას ბრალეულობა ვერ აღმოუჩინეს და გაათავისუფლეს.
ბენზემას სამართალდამცველებთან პრობლემა ადრეც ჰქონდა, როდესაც მას არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალურ კავშირში სდებდნენ ბრალს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემა პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
წყარო: eurosport