ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელმა, კობი ბრაიანტმა, დენვერთან (109:120) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ლეიკერსის ყველა კალათბურთელი ზეწოლას გრძნობს. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, გამოვასწოროთ და მომდევნო მატჩებში უკეთესად ვითამაშოთ. მთავარია ემოციურად არ დავეცეთ და მუშაობა გავაგრძელოთ", - განაცხადა ბრაიანტმა.
დენვერთან მატჩში ბრაიანტმა 11 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ლეიკერსს 4 ტურის შემდეგ მოგება არ აქვს.
წყარო: espn.go.com