ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კიევის დინამოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"დინამო ძალიან ძლიერი გუნდია, იმაზე ძლიერი, ვიდრე 2010 წელს იყო, როდესაც კიეველებს ინტერის მწვრთნელის რანგში დავუპირისპირდი. ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსული და უკრაინული კლუბები გრანდები არ გამხდარან, თუმცა საგრძნობლად გაძლიერდნენ", - განაცხადა მოურინიომ.
ჩელსიმ დინამო 2:1 დაამარცხა.
წყარო: eurosport