მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, მატიო ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობა აღიარა.
ბენზემა და კიდევ სამი პირი, ვალბუენას ინტიმური ვიდეოების გავრცელებით აშანტაჟებდნენ.
"ბენზემა სასამართლოს წინაშე მოწმის ან მთავარი ეჭვმიტანილილის სტატუსით წარსდგება", - განაცხადა პროკურორმა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, რეალის ფეხბურთელს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ბენზემა ფრანგმა სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ფეხბურთელმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა. ამჟამად, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი "სასამართლო კონტროლის" ქვეშ იმყოფება.
წყარო: eurosport