შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, მიმდინარე სეზონი შეაჯამა.
"ვთვლი, რომ ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე, თუმცა უიმბლდონის და ამერიკის ღია ჩემპიონატის მოგების შემდეგ, წლის მოთამაშე ნოვაკ ჯოკოვიჩია. ამ სეზონში 6 ტიტული მოვიგე და ორჯერ ვითამაშე დიდი სლემის ტურნირის ფინალში. ვიმედოვნებ, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირზეც მივაღწევ წარმატებას", - განაცხადა ფედერერმა.
ამჟამად შვეიცარიელი ჩოგბურთელი პარიზის მასტერსზე მონაწილეობს და მესამე წრეში ამერიკელ ჯონ იზნერს დაუპირისპირდება.
წყარო: atpworldtour.com