17 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
კახა ცხადაძემ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ, 2015 წლის ბოლო ორ შეხვედრისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ცხადაძის მიერ მომზადებულ გუნდში ერთი დებიუტანტია. ლუკას ჰუფნაგელი პოზიციით ნახევარმცველია. 21 წლის ფეხბურთელი გერმანული ფრაიბურგის ღირსებას იცავს. ჰუფნაგელს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებების შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა :

მეკარეები : გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი მაკარიძე.

მცველები : გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ფოფხაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი,  გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, უჩა ლობჟანიძე, ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა.

ნახევარმცველები : ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, მათე ცინცაძე, ვალერი ყაზაიშვილი, ლევან ყენია, მურთაზ დაუშვილი , გიორგი ჭანტურია, ლუკას ჰუფნაგელი.

თავდამსხმელები : მათე ვაწაძე, ბაჩანა ცხადაძე, ნიკოლოზ გელაშვილი.

11 ნოემბერს, ქართველი ფეხბურთელები ტალინში ესტონეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. 16 ნოემბერს კი სტუმრად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩებისთვის 9 ნოემბრიდან ქალაქ ტალინში მოემზადება.

 

წყარო: gff.ge

დღის ამბები