მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, კლუბის გულშემატკივრების კრიტიგისგან ფეხბურთელები დაიცვა.
"მე მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ უმჯობესია მე მაკრიტიკონ და არა კლუბის ფეხბურთელები. ძალიან ძნელია მანჩესტერ იუნაიტედის ღირსების დაცვა, ფეხბურთელებზე ისედაც დიდი წნეხია და ამას თუ გულშემატკივრების კრიტიკა დაემატება, მაშინ ყოველივე ეს გუნდზე ცუდად აისახება",- განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
ინგლისის ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ იუნაიტედი მეოთხე პოზიციას იკავებს და ლიდერ სიტის 4 ქულით ჩამორჩება.
წყარო: Daylimail