ესპანეთის ჩემპიონატის მე-11-ე ტურის შეხვედრაში სევილიამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
ანგარიში სამეფო კლუბის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ე.წ. მაკრატეთი გახსნა, (გოლის ეპიზოდში რამოსმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.) რასაც სევილელთა მხრიდან 3 გატანილი გოლი მოჰყვა. შეხვედრის მიწურულს ხამეს როდრიგესმა სხვაობა 1 ბურთამდე შეამცირა.
დამარცხების შემდეგ ბლანკოსმა ლა ლიგაში ლედერობა ბარსელონას დაუთმო. ბლაუგრანა პირველ ადგილს 27 ქულით იკავებს, რეალი კი მეორე პოზიციაზე იმყოფება.
ვიდეო:goalsarena.org
ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.