ბრაზილიელი ფეხბურთელი, ალეშანდრე პატო ლივერპულში ითამაშებს.
"პატოს ტრანსფერთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და კონტრაქტი რამდენიმე კვირაში გაფორმდება. მას დიდი ხანია ევროპაში დაბრუნება სურდა", - განაცხადა კორინტიანსის პრეზიდენტმა, რობერტო დე ანდრადემ.
პატო 2007-2012 წლებში მილანის ღირსებას იცავდა.
წყარო: eurosport