მიმდინარე სეზონში ბარსელონას შემადგენლობიდან გოლების გატანა მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა მოახერხა, ხოლო ბოლო 17 გოლი ნეიმარისა და სუარესის ანგარიშზეა.
ბოლო მატჩი, როდესაც სხვა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს თავი 20 სექტემბერს, ლევანტეს წინააღმდეგ გაიმართა. მაშინ ნეიმარის გარდა, მესიმ შეასრულა დუბლი, ხოლო ერთი გოლი მარკ ბარტრას ანგარიშზეა.
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ნეიმარია 11 გოლით, სუარესს 9 ბურთი აქვს გატანილი, ხოლო მესის სამი. ბარტრამ და ტომას ვერმალენმა კი თავი ანგარიშზე კი თითო-თითო გოლია.
11 ტურის შემდეგ, პრიმერა დივიზიონს ბარსელონა 27 ქულით ლიდერობს.
წყარო: eurosport