17 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
იბრაჰიმოვიჩი შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ 9-ჯერ დასახელდა

იბრაჰიმოვიჩი შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ 9-ჯერ, ხოლო კარიერაში მეათედ დასახელდა.

ზლატანი საუკეთესოდ პირველად 2005 წელს აღიარეს. 2007-15 წლების განმავლობაში კი ზედიზედ 9-ჯერ გახდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი.

"მე კონკურენტებზე ცხრაჯერ უკეთესი ვარ. მე უკვე შევქმენი ისტორია, როდესაც საუკეთესოდ ზედიზედ სამჯერ მაღიარეს",-განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

14 ნოემბერს შვედეთის ნაკრების ევრო 2016-ის ფლეი ოფში დანიას დაუპირისპირდება.

 

წყარო: eurosport

 

დღის ამბები