საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2015 წლის ბოლო ორ შეხვედრისთვის ქალაქ ტალინში ემზადება.
ნაკრებთან ერთად ემზადება ლუკას ჰუფნაგელი, რომლისთვისაც ეროვნულ გუნდში დებიუტი იქნება. 21 წლის ფეხბურთელი პოზიციით ნახევარმცველია და გერმანული ფრაიბურგის ღირსებას იცავს.
ქართველი ფეხბურთელები 11 ნოემბერს, ტალინში ესტონეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. 16 ნოემბერს კი სტუმრად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთს დაუპირისპირდებიან.
ფოტოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.