17 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
დრამონდი და ჰარდენი კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს

დეტროიტის ცენტრი, ანდრე დრამონდი და ჰიუსტონის მცველი, ჯეიმს ჰარდენი აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების კვირის საუკეთესო კალათბურთელებად დაასახელეს.

დრამონდი ლებრონ ჯეიმსის შემდეგ პირველი კალათბურთელი გახდა, რომელიც საუკეთესოდ ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში დაასახელეს. დეტროიტის ცენტრის ანგარიშზე საშუალოდ 22 ქულა და 24.3 მოხსნაა.

გასული კვირის განმავლობაში ჰიუსტონმა ოთხიდან ოთხივე მატჩი მოიგო, ხოლო ჰარდენის საშუალო მაჩვენებელი 38.5 ქულა, 5.5 მოხსნა 5.5 გადაცემა და 1.5 ჩაჭრაა.

 

წყარო: nba.com

დღის ამბები