ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ინგლისში მუშაობას აღარ აპირებს.
"თუ ხვალ მეტყვიან, რომ არსენალში აღარ ვარ საჭირო, ვერ დაგპირდებით, რომ სამწვრთნელო საქმიანობას შევწყვეტ, თუმცა ინგლისში აღარ ვიმუშავებ. არსენალის მიმართ ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე გამყვება და ჩემი თავი სხვა ინგლისურ კლუბში ვერ წარმომიდგენია", - განაცხადა ვენგერმა.
არსენ ვენგერი არსენალს 1996 წლიდან წვრთნის.
წყარო: goal.com