მადრიდის რეალის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.
"კრიშტიანო ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ იღებს. შეიძლება იმიტომ, რომ გოლები ვერ გააქვს, ან პოზიციის შეცვლის გამო. რონალდოს მარცხენა ფლანგზე ურჩევნია თამაში. დღეს იგი ზეწოლის ქვეშაა", - განაცხადა ვალდანომ.
ბოლო რვა მატჩში რონალდომ 3 გოლი გაიტანა.
წყარო: goal.com