ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ინგლისურ ფეხბურთზე ისაუბრა.
"რა აზრი მომდის თავში, როდესაც ინგლისურ ფეხბურთზე მეკითხებიან? ვფიქრობ, რომ ის აღარ არსებობს. ის სტილი, რომელიც პრემიერლიგისთვის იყო დამახასიათებელი დაიკარგა. ინგლისის ნაკრებიც სხვა ნაკრებებს დაემსგავსა. მათ თავისი სათამაშო სტილი აღარ აქვთ", - განაცხადა დელ ბოსკემ.
ესპანეთის ნაკრებთან ერთად დელ ბოსკემ მსოფლიოს 2010 და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატები მოიგო.
წყარო: eurosport