17 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
როი კინი - "ჩემს გარეშე რონალდო არ იქნებოდა ასეთი წარმატებული"

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა, კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.

"რა გავლენა მოვახდინე რონალდოზე? ჩემს გარეშე ის არ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორიც ახლაა. ზოგ ფეხბურთელს ყვირილი სჭირდება, ზოგს არა. პორტუგალიელს ვარჯიშებზე ხშირად არ ვუყვიროდი, რადგან მას ამის საბაბი არ მოუცია", - განაცხადა კინმა.

კინი და რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში 2003-2005 წლებში ერთად თამაშობდნენ.

 

წყარო: goal.com

დღის ამბები