დღეს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში, ესტონეთს დაუპირისპირდება.
ეროვნულ ნაკრებს, ოჯახური პრობლემების გამო თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, რომელმაც ტალინში ჩასვლა ვერ მოახერხა. მის ნაცვლად კი კახა ცხადაძემ ტალინის ფლორას ფეხბურთელი, ზაქარია ბეგლარიშვილი გამოიძახა. ბეგლარიშვილი, ისევე როგორც ლუკა ჰუფნაგელი ნაკრების დებიუტანტები არიან.
მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
წყარო: gff.ge