მადრიდის რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ბარსელონას თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენა სურს.
რეალის ფეხბურთელები, კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდო ახლოს არიან კლუბის დატოვებასთან. პერესს კი სურს, რომ ნეიმარი გარეთ ბეილთან ერთად სამეფო კლუბის ლიდერი გახდეს.
პერესი ნეიმარის შეძენას ადრეც ცდილობდა, თუმცა ფეხბურთელმა მაშინ ბარსელონა აირჩია.
ნეიმარის გამოსასყიდი თანხა 190 მილიონი ევროა.
წყარო: championat.com