შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ მისი მიზანი არაა ჯიმი კონორსის რეკორდის დამყარება.
"უკვე ბევრჯერ მკითხეს, ვაპირებ თუ არა კონორსის რეკორდის დამხობას, თუმცა ეს ასე არაა. მიზნად არც 100 ტიტულის მოგება დამისახავს. ჩემი საყვარელი რიცხვია 88", - განაცხადა ფედერერმა.
ჯიმი კონორსს ATP-ის 109 ტიტული აქვს მოგებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ხოლო როჯერ ფედერერს 88.
წყარო: tennis.com