17 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ჯანლუიჯი დონარუმა - "ჩემი კუმირი ბუფონია"

მილანის 16 წლის მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, რომელმაც იტალიის 21 წლამდე ნაკრებიდან მოწვევა პირველად მიიღო, განაცხადა, რომ სურს ჯანლუიჯი ბუფონის ნაკვალევს გაყვეს.

"ძალიან გახარებულ ვარ ნაკრებში გამოძახებით. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი კუმირი ჯანლუიჯი ბუფონია და მსურს მის ნაკვალევს გავყვე. მილანში ორ უძლიერეს მეკარესთან, დიეგო ლოპესთან და კრისტიან აბიატისთან ერთად ვვარჯიშობ, რაც მეხმარება, რომ უკეთესი გავხდე", - განაცხადა დონარუმამ.

ჯანლუიჯი დონარუმამ მიმდინარე სეზონში, მილანის ძირითადი შემადგენლობიდან დიეგო ლოპესი ამოაგდო და გუნდის პირველი მეკარე გახდა.

 

წყარო: football-italia.net

დღის ამბები