საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა სტუმრად ესტონეთის ნაკრებთან გამართა.
ქართველი ფეხბურთელები მეტოქესთან 3:0 დამარცხდნენ. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.
ეროვნული ნაკრები 2015 წლის ბოლო შეხვედრაში 16 ნოემბერს სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.