ოკლაჰომას ფორვარდი კევინ დურანტი გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა.
კალათბურთელმა ტრავმა ვაშინგტონთან შეხვედრაში მიიღო, რის გამოც 7-დან 10 დღემდე გაუცდება, ამის შემდეგ კი გამოკვლევას თავიდან ჩაიტარებს.
მიმდინარე სეზონში დურანტი საშუალოდ 28.1 ქულას და 7.3 მოხსნას აგროვებს.
წყარო: nba.com