17 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
მანუჩარ მარკოიშვილმა 22 ქულა მოაგროვა

მანუჩარ მარკოიშვილის დარუშაფაკა ევროლიგის შეხვედრაში, სტუმრად თელ-ავივის მაკაბის დაუპირისპირდა და მეტოქე 84:73 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი კალათბურთელი, მანუჩარ მარკოიშვილი გახდა, რომელმაც პარკეტზე 30:51 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 22 ქულა, 3 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.

5 ტურის შემდეგ დარუშაფაკას 2 გამარჯვება აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება.

 

წყარო: gbf.ge

დღის ამბები