პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ ოქროს ბურთს ლიონელ მესი მოიგებს.
"ვფიქრობ, რომ წელს ოქროს ბურთს მესი მოიგებს, რადგან ის პრიმერა დივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ინდივიდუალური თვალსაზრისით ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონი იყო, თუმცა გამარჯვებული ხმის მიცემით წყდება. მე და მესი 8 წელია ამ ჯილდოს ვიყოფთ. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ", - განაცხადა რონალდომ.
ოქროს ბურთის გამარჯვებული 2016 წლის 11 იანვარს გახდება ცნობილი.
წყარო: The Guardian