შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, სტანისლას ვავრინკამ, კაცთა შემაჯამებელი ტურნირის წინ, ენდი მიურეისა და ნოვაკ ჯოკოვიჩზე ისაუბრა.
"ვთვლი, რომ 2016 წელს მიურეის შანსი ექნება მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდეს. ამ წელს ნოვაკი შესანიშნავ ფორმაში იყო და ყველას აღემატებოდა, თუმცა მომავალ სეზონში დიდი შანსია სიტუაცია შეიცვალოს. წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში ყველა ჩოგბურთელის ოცნებაა, რადგან აქ მხოლოდ რვა საუკეთესო ხვდება", - განაცხადა ვავრინკამ.
კაცთა წლის შემაჯამებელი ტურნირი, 15 ნოემბერს დაიწყება.
წყარო: talksport.com