17 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ბოსნიამ და ირლანდიამ ფრედ ითამაშეს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის შეხვედრაში, ბოსნია ჰერცოგოვინის ნაკრებმა ირლანდიას უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ორივე გოლი ბოლო 10 წუთში გავიდა. 82-ე წუთზე ირლანდია რობერტ ბრეიდიმ დააწინაურა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში ედინ ჯეკომ გაათანაბრა.

განმეორებითი შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართება.

დღეს კიდევ ორი მატჩი შედგება: უკრაინა სლოვენიას უმასპინძლებს, ხოლო შვედეთი დანიას.

დღის ამბები